
რუსეთში, რიაზანის ოლქის მახლობლად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რეგიონის მთავრობის განცხადებით, ავიაკატასტროფას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი. დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ რიაზანში, მიხაილოვსკის გზატკეცილთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ხუთი დაშავებული ქალაქ რიაზანის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება. მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 „რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს“ - უკრაინაში აშშ-ის საელჩო
👉 „რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, მათ რესურსი ეწურებათ“ - ბორის ჯონსონი
👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ - ISW
👉 უკრაინის აღდგენა ევროპელების არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობის ამოცანა იქნება - ოლაფ შოლცი
👉 „ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა