მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომის შეჩერებას ვერ შევძლებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთთან არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა

მისი თქმით, უკრაინას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება, რათა დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ ომი დაასრულოს. 

„სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომის შეჩერებას ვერ შევძლებთ და დღეს ეს უკვე ყველამ, ყველა გარე პარტნიორმა აღიარა. მე არ მეშინია რუსეთთან პირდაპირი საუბრის, ჩვენ არ გვეშინია პირდაპირი დიალოგის, ჩვენ ვიცით, რომელი ევროპული ქვეყნები უჭერენ მხარს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. პარალელურად დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებენ. 

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს