
რუსეთის შეიარაღებული ძალების 300-მდე სამხედრომ უკრაინაში ომის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და უკრაინა დატოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ამ სამხედროების ბაზა დაღესტნის ქალაქ ბუინაკსკში არის განთავსებული. ზოგიერთი მათგანი დაჭრილი იყო და მკურნალობის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების და ნათესავების ზეწოლის შედეგად უკრაინაში დაბრუნდნენ. სამხედროები ამბობდნენ, რომ მათ იარაღის და აღჭურვილობის პრობლემები ჰქონდათ. ზოგიერთი დაღესტანში მოყინული კიდურებით დაბრუნდა.
როგორც გამოცემა The Moscow Times-ს უფლებადამცველებმა აცნობეს, ამჟამად რუსეთის სამხედრო პროკურატურა შემოწმებას ატარებს, რადგანაც სამხედრო ნაწილში 10 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში არყოფნას, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვეს.
ასევე დაგაინტერესებთ: