
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რაკეტები ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს დაეცა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან გაუშვა. ავიაიერიშებში „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები მონაწილეობდნენ. უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 4 რაკეტა გაანადგურეს.