უცხოეთი

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოშია, მთავრობა ამას უარყოფს - მსოფლიო მედია

მსოფლიო მედია
1633078558
დაკოპირებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელიც მან თითქოს ბათუმში ჩაწერა, მსოფლიო მედია ეხმაურება. „სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაკავების საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა, მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს“, - ამის შესახებ BBC, Reuters, euronews.com, Bloomberg, France24 და სხვა გამოცემები იუწყებიან.

მსოფლიო სააგენტოების ცნობით, სააკაშვილმა მომხრეებს მობილიზებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 8-წლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ იმისთვის დაბრუნდა, რათა „ქართველ ხალხთან ერთად იდგეს“.

„ხომ ხედავთ, მე როგორ ვრისკავ, სიცოცხლით, თავისუფლებით, წადით და ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან 2013 წელს გაიქცა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. სააკაშვილი, რომელიც ამ წლებში, ძირითადად, უკრაინაში ცხოვრობდა, აცხადებს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური სარჩული აქვს.

წყარო:

🔴 reuters.com

🔴 BBC

🔴 euronews

🔴 Bloomberg

🔴 France24