მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი რეფორმატორია და სძულთ, გორბაჩოვიც რეფორმატორი იყო და წყევლიან“ - გორდონი

დიმიტრი გორდონი

„100-ჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი - უზომოდ მიყვარს და პატივს ვცემ მიხეილ სააკაშვილს“, - ამის შესახებ „უკრაინა24-ის“ ეთერში უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა განაცხადა.

„ის, ჩემი აზრით, უდიდესი რეფორმატორი და ჩვენი საყვარელი საქართველოს გამოჩენილი პრეზიდენტია. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და მიმართოს იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ციხეში მოშიმშილე სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს. არ მესმის ასეთი სისასტიკე იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც განადგურებული ქვეყნიდან აყვავებული შექმნა. ეს შავი უმადურობა არ მესმის. ასევე, არ მესმის, რომ მიხეილ გორბაჩოვს, რომელმაც რუსეთის მოსახლეობა მონობიდან გაათავისუფლა, დღეს ისევ წყევლიან. ამას აკეთებს ხალხი, ვინც „რკინის ფარდის“ უკან ცხოვრობდა, საერთოდ არ იცოდნენ რა ხდებოდა მსოფლიოში, არ ჰქონდათ არანაირი უფლება. მან კი მისცა გადაადგილების, სიტყვის, აზროვნების თავისუფლება. მისცა ადამიანებს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, მისცა ბიზნესს განვითარების საშუალება, დიახ, ის სუსტი პიროვნება აღმოჩნდა, მაგრამ რა, ამის გამო უნდა გძულდეთ? მეფე გინდათ ხომ თავზე დასმული?“ - ამბობს გორდონი.

როგორც უკრაინელი ჟურნალისტი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან მალე გაათავისუფლებენ და ის უკრაინაში დაბრუნდება:

„იგივე შეიძლება ითქვას სააკაშვილზე, მე არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში ხელისუფლებაში მის მოსვლამდე. იქ კოშმარი ხდებოდა, ეს იყო ყველაზე კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ხალხი იყო გაჭირვებული, არ იყო ელექტროენერგია, არ იყო გზები, სამაგიეროდ იყო კორუმპირებული მილიცია. არც განათლება იყო, არც ჯანდაცვა - ყველაფერი დანგრეული იყო. და აი, მოვიდა ადამიანი, მოიყვანა რეფორმატორები, მათ შორის კახა ბენდუქიძე, რომელიც რუსეთიდან ჩამოიყვანა, და ყველას მისცა დავალება - მოდით ავაშენოთ ქვეყანა. სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესდა. საქართველოში ბევრი რამეა ისეთი, რაც უკრაინაში დღესაც კი არ არის და ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ, მაგალითი ავიღოთ. და რა, ეს ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს რაღაცა სასაცილო ბრალდებით? მთელი მსოფლიო იცინის, ადამიანი კი ციხეში იმიტომ ზის, რომ ის გმირია, იმისათვის, რომ სურდა ქვეყნის რეფორმირება და გადარჩენა, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, მე კიდე უსამართლობაზე ყოველთვის მწვავე რეაქცია მაქვს. იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს მალე გაათავისუფლებენ და ის უკრაინაში დაბრუნდება“, - ამბობს დმიტრი გორდონი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი