მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი რევოლუციონერია და არა პოლიტიკოსი - ალესია ბაცმანი (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინელი ჟურნალისტი ალესია ბაცმანი Pia.ge

„როდესაც პოლონეთში ვიყავით ეკონომიკურ ფორუმზე, მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის, ის რევოლუციონერია“ - ამის შესახებ „უკრაინა24-ის“ ეთერში უკრაინელმა ჟურნალისტმა ალესია ბაცმანმა განაცხადა.

„ჩემს მაისურს აწერია „თავისუფლება მიშას“. მე დღეს მიხეილ ნიკოლოზოვიჩის ახლობლებს ვესაუბრე, ის უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. მისი მდგომარეობა რთულია, მას უჭირს სიარული, უჭირს საუბარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსების დიდ შეშფოთებას იწვევს“, - ამბობს ბაცმანი.

„მინდა, დღეს შეგახსენოთ, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, ეს მართლაც ისტორიული პერსონაჟია. მან საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, რომ არაფერი შეუძლებელი არ არსებობს, და თუ გაქვს ნება, თუ გაქვს სურვილი, შეგიძლია შეცვალო ისტორია, პატარა, კორუმპირებული ღარიბი ქვეყნიდან, როგორიც საქართველო სააკაშვილამდე იყო, შეგიძლია შექმნა აყვავებული წარმატებული პროექტი, რომელსაც ყველა უყურებს და უკვირთ - ნეტავი როგორ გამოუვიდათ მათ ეს? კორუფციის ამ დონის, სიღარიბის ამ დონის, მედიცინის იმ დონის შემდეგ, შეხედეთ, როგორი გახდა საქართველო სააკაშვილის შემდეგ. იქ არაერთხელ ვიყავი და ეს ყველაფერი ვნახე. ვნახე ის საავადმყოფოები, რომლებიც ევროპულ საავადმყოფოებს არაფრით ჩამოუვარდება, ვნახე სადაზღვევო მედიცინა, ვესაუბრე უბრალო ადამიანებს, იგივე შეიძლება ითქვას განათლებაზე. ვნახე რა ინვესტორები შევიდნენ საქართველოში მას შემდეგ, რაც მისი რეფორმირება მოახდინა სააკაშვილმა, მაგრამ ბედნიერი რეფორმატორი ძალზე ცოტაა“, - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი.

ბაცმანის თქმით, სააკაშვილი ყოველთვის ეხმარებოდა და ყოველთვის იდგა უკრაინის გვერდით, როდესაც უკრაინა განსაცდელში იყო. ახლა კი მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები დაეხმარონ მას, როდესაც უჭირს.

„ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ის საქართველოში დაბრუნდა, ჩვენ პოლონეთში, ეკონომიკურ ფორუმზე ვიმყოფებოდით. საღამოს მე, მიხეილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვიყავით რესტორანში და მიხეილი ამბობს - მე წავალ საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეუბნებით, როგორ, თქვენ ხომ დაგიჭერენ? ის ძალიან მშვიდად გვპასუხობს - რა თქმა უნდა, შეიძლება დამიჭირონ, შეიძლება მომკლან კიდეც, მაგრამ მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ რევოლუციონერი, ანუ მან ძალიან კარგად იცოდა რა საფრთხეც ემუქრებოდა.

პოლიტიკაში, ძირითადად, ყველაფერი კეთდება ძალაუფლებისთვის, ფინანსური სარგებლისთვის, ძალიან ცოტა ნათელი წერტილია და ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანები, რომლებიც, რასაც ფიქრობენ, იგივეს აკეთებენ და მათ დიდი მიზნისთვის შეუძლიათ მსხვერპლი გაიღონ, მათ შორის, საკუთარი თავიც გაწირონ. ახლა მან პრაქტიკულად, საკუთარი თავი გაწირა - ის ამბობდა, ვერ მივატოვებ ქართველებს, მათთან ერთად უნდა ვიყო, უნდა წავიდე იქ და ძალზე კარგად ხვდებოდა, რომ იქ შეიძლება რაღაცა მოუვიდეს. ახლა ზოგი ამბობს, რომ ის წავიდა, იმიტომ, რომ რაღაცა გარანტიები მიიღო, არა, არ მიუღია, რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ის მართლა ასეთია. ის მართლაც უნიკალურია“, - აცხადებს ალესია ბაცმანი.

ახლა კი მინდა, მთავარი ვთქვა - როდესაც სააკაშვილი თავისუფალი იყო, ბევრი ცნობილი, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ამბობდა, რომ სააკაშვილი მათი მეგობარია, სამწუხაროდ, ახლა მათი ხმა არ მესმის. მინდა, მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ძალზე მნიშვნელოვანია სააკაშვილისთვის დახმარება, მას ეს ძალიან სჭირდება. მინდა, ასევე, მივმართო ქართველ ხალხს - სააკაშვილი ჩამოვიდა თქვენს დასაცავად, დღეს თქვენ ის უნდა დაიცვათ. ჩვენ, უკრაინელებს და ქართველებს ერთი სააკაშვილი გვყავს“, - ამბობს ალესია ბაცმანი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი