მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ციხეში არავის აწყობს“ - ვადიმ ტრუხანი (ვიდეო)

უკრაინელი ექსპერტი სააკაშვილზე

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში არც საქართველოს, არც უკრაინის ხელისუფლებას არ აწყობს. ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა ვადიმ ტრუხანმა უკრაინის მე-4 არხის ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალზე გამბედავად იქცევა. მან, რა თქმა უნდა, საკუთარი ჯანმრთელობით და შეიძლება, სიცოცხლით გარისკა. მეორეც, დაკავებული სააკაშვილი არც საქართველოს, არც უკრაინის ხელისუფლებას არ აწყობს, ასე რომ ის, შესაძლოა, მალე გაათავისუფლონ და მესამე, უკრაინის დიპლომატიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებაც იყოს მიღებული და ამასთანავე, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არ დაზიანდეს.

ამას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გარშემო საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ მას უკრაინას ან პირდაპირ, ან მესამე ქვეყნის გავლით გადასცემენ“, - ამბობს ექსპერტი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს

🔴 უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს - თინა ხიდაშელი (ვიდეო)

🔴 „ქართველი ხალხის ვალია მიხეილ სააკაშვილი ტყვეობისგან დაიხსნას“ - ბექა ბასილაია

🔴 მადლობელი უნდა იყოს, რომ 2012 წლამდე არსებულ ციხეში არ ზის - დავით ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილზე