უცხოეთი

🎥 სააკაშვილის მომხრეები ციხეს აიღებენ - ჟირინოვსკი (ვიდეო)

ჟირიონოვსკი სააკაშვილზე
1633676558
დაკოპირებულია

„არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის მომხრეებმა რუსთავის ციხე ძალისმიერი გზით დაიკავონ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ“, - ამის შესახებ რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ვლადიმირ სოლოვიოვის საავტორო გადაცემაში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მტერია. საქართველო დღეს ურთულეს მდგომარეობაშია და დაშლის პროცესშია. სააკაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია ძალისმიერი გზით შეეცდება. სააკაშვილის და ოპოზიციის ცენტრი იქნება ბათუმში, იქვეა თურქეთი და თურქული ძალები, რომლებიც გადაცმულები იქნებიან ქართული ჯარის ფორმაში, შეუტევენ ფოთს, ქუთაისს და თბილისს. ამის გამო საქართველოსგან არაფერი დარჩება, თუმცა, საქართველოს რაღაცა მცირე ნაწილი შეიძლება შევიდეს ნატოში, ანუ საუბარია კავკასიის დიდ ომზე“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 საქართველომ სააკაშვილის ექსტრადირების სანაცვლოდ შეიძლება, მისი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვოს - უკრაინელი ექსპერტი

🔴 სააკაშვილის დაკავება საქართველოში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს - ექსპერტები

🔴 სააკაშვილმა კიევში სნაიპერები ჩაიყვანა და მათ დემონსტრანტები დახოცეს - ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკა

🔴 ლიზა იასკო სააკაშვილზე - „ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვიბრძვით, გვაქვს მომავლის გეგმები“

🔴 სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო უკრაინაში რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს