მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში ქართველი დააკავეს, რომელიც სუპერმარკეტებიდან პროდუქტებს იპარავდა

ბერძნული პოლიცია

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 48 წლის ქართველი, რომელმაც საბერძნეთის 12 რეგიონში 37 სუპერმარკეტიდან სურსათი მოიპარა. ამის შესახებ protothema.gr იუწყება.

ქართველი საკურორტო ქალაქ ვრაჰატიში დააკავეს, როდესაც ის მაღაზიიდან საქონელს იპარავდა. მოპარული სურსათი პოლიციამ სუპერმარკეტებში დააბრუნა. დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პოლიცია დანაშაულის სხვა ფაქტებთან ქართველის შესაძლო კავშირის დადგენას ცდილობს.