მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საიდუმლო ჰეპატიტი ბავშვებში - მეცნიერები კოვიდს და ადენოვირუსს ადანაშაულებენ

ახალი ჰეპატიტი ბავშვებში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში ბავშვებში უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის 348 შემთხვევა დაფიქსირდა. თავდაპირველად ის შოტლანდიაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ healthline.com იუწყება. 

უცხო წარმოშობის ჰეპატიტის ფაქტები აპრილის დასაწყისში დაფიქსირდა. შოტლანდიის გარდა ეს ფაქტები მოგვიანებით ინგლისში, შვედეთში, ინდონეზიაში და კიდევ 20 ქვეყანაში დაფიქსირდა. შედეგად სამი ბავშვი გარდაიცვალა.

12 მაისისთვის ჰეპატიტის უკვე 348 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 160 დიდ ბრიტანეთში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში 109 მსგავსი საეჭვო შემთხვევის შესწავლა ხდება.

ბავშვებში ჰეპატიტი ხშირად სიცხის გარეშე მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში აღენიშნებათ სიყვითლე, ასევე, მუცლის პრობლემები, ღებინება და დიარეა.

არცერთ შემთხვევაში ვირუსები, რომლებიც A, B, C, D და E ჰეპატიტს იწვევს, აღმოჩენილი არ იყო. მეცნიერები საიდუმლო ჰეპატიტის  წარმოშობის ორ ძირითად ვერსიას ასახელებენ - კორონავირუსი და ადენოვირუსის ინფექცია. დიდ ბრიტანეთში ახალი ჰეპატიტის შესასწავლად სპეციალური საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ინფიცირებული ბავშვების 70%-ს ადენოვირუსი აღენიშნებოდათ.

👉 რა სიხშირით ფიქსირდება C ჰეპატიტი ბავშვებში? - ინფექციონისტის განმარტება

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ახალი ჰეპატიტის პროვოცირება ომიკრონის შტამს შეეძლო, რომელიც პაციენტმა მძიმე ფორმაში გადაიტანა. ასე, მაგალითად, შოტლანდიაში ჰეპატიტის ფაქტების ზრდა სწორედ ომიკრონის გავრცელების შემდეგ დაიწყო.

რაც შეეხება ადენოვირუსს, რომელსაც ამ ტიპის ჰეპატიტის გავრცელების მთავარ მიზეზად ასახელებენ, ის კლინიკური სურათის სიმძიმეს ბოლომდე ვერ ხსნის. ადენოვირუსი, როგორც წესი, რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, მაგრამ მას სხვა დაავადებების გამოწვევაც შეუძლია - ნაწლავების ან კუჭის ანთება, კონიუნქტივიტი და შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი).

არსებობს 50-მდე ცნობილი ადენოვირუსი, რომლებსაც ადამიანის ინფიცირება შეუძლია. 41-ე ტიპის ადენოვირუსს როგორც წესი, ახასიათებს დიარეა, ღებინება და სიცხე, ასევე, მას რესპირატორული სიმპტომები ახასიათებს. მაგრამ ის ჰეპატიტს არ იწვევს ჯანმრთელ ბავშვებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები ან იმუნიტეტის პრობლემები არ აღენიშნებათ.

ყველა ეს ფაქტი დამატებით კვლევებს საჭიროებს. საქმე ისაა, რომ ადენოვირუსის აქტივობა COVID 19-ის დროს იმას მიუთითებს, რომ შეიძლება ახალი ადენოვირუსი გაჩენილიყო. ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ჰეპატიტი შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გვერდითი მოვლენა იყოს, არ დადასტურდა. ჰეპატიტით ინფიცირებული ბავშვების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ იყო. 

ამავე თემაზე:

🔺 დადასტურდა თუ არა საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა? - ივანე ჩხაიძის განმარტება

🔺 რა სიმპტომები ახასიათებს გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს? - ბუწაშვილის განმარტება

🔺 „ამ წუთისთვის არსებული შემთხვევების ანალიზით, ახალი ტიპის ჰეპატიტი დრამატულად სწრაფად ვითარდება“ - ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გავრცელებულ იდუმალ ჰეპატიტთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს