მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანქციების მიუხედავად, რუსეთის ფინანსური სისტემა სტაბილური დარჩა - მიხაილ მიშუსტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის განცხადებით, მიუხედავად სანქციებისა, ქვეყანამ  მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. ამის შესახებ პროსამთავრობო tass-ი იტყობინება. 

„დღის წესრიგში დგას ბიუჯეტის შესრულება. მიუხედავად გამოწვევებისა, მისი ძირითადი მაჩვენებლები რჩება დაბალანსებული. სანქციებს არ დაურღვევია რუსეთის ფინანსური სისტემის სტაბილურობა და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - აღნიშნა მიშუსტინმა. 

მიხაილ მიშუსტინის მტკიცებით, „გატარებულმა სისტემურმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ეკონომიკაში ვითარების სტაბილიზაცია, საწარმოებისა და მთელი ინდუსტრიების საქმიანობის მხარდაჭერა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება რეგიონებში“. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად კიევის პოლიტიკური ნებაა საჭირო - პესკოვი

👉 განსხვავებული მიდგომების გამო რუსეთი და აშშ უკრაინის საკითხზე დიალოგს არ აწარმოებენ - სერგეი რიაბკოვი

👉 რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და ირანს რაკეტებს სთხოვს - სტოლტენბერგი