მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუდის არაბეთში ქალს Twitter-ის გამოყენებისთვის 34 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

34 წლის სალმა ალ-შეჰაბი

საუდის არაბეთში ახალგაზრდა ქალს, სალმა ალ-შეჰაბს საუდის არაბეთის სასამართლომ  დისიდენტებისა და აქტივისტების განცხადებების Twitter-ზე გაზიარებისთვის 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.    

34 წლის სალმა ალ-შეჰაბი, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა და ლიდსის უნივერსიტეტის სტუდენტი, 2021 წლის იანვარში საუდის არაბეთში დააკავეს. 

საუდის არაბეთის სპეციალურმა ტერორისტულმა სასამართლომ განაჩენი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში გამოაცხადა. მას თავდაპირველად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სოციალური მედიის გამოყენებისთვის, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დესტაბილიზაციისთვის,“ თუმცა მოგვიანებით აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა. 

Guardian-ის მიერ მოპოვებული სასამართლო ჩანაწერების თანახმად, შეჰაბს ბრალად ედება იმ პირების დახმარება, „ვინც საუდის არაბეთში საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევას და ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ცდილობდა“. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 ხანძრის გამო პანიკაში ჩავარდნილმა მგზავრებმა მატარებლის მინები ჩაამსხვრიეს და გაიქცნენ, დაშავებულია 20-მდე პირი - მასშტაბური ხანძარი ესპანეთში

👉 ბიუჯეტური სმარტფონების მიწოდება რუსეთში თითქმის 60%-ით შემცირდა - „კომერსანტი“

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს

👉 უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ესპანეთში ელექტროენერგიის ეკონომია დაიწყეს

👉 მექსიკის საავადმყოფოში კუბელი ექიმი მოკლეს