მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სევასტოპოლში აღლუმზე ტანკი კინაღამ მაყურებლებს დაეჯახა

ტანკი აღლუმზე ყირიმში

ანექსირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მაყურებლები ტანკის დაჯახებას გადაურჩნენ.

მოედანზე მოძრაობისას T-34 ტიპის ტანკმა მოხვევა ვერ შეძლო, რა დროსაც ის კინაღამ მაყურებლების კოლონას დაეჯახა. ადგილზე სასწრაფოდ მივიდა სამხედრო პოლიცია, რომელთაც ტანკი გააჩერეს და მაყურებლები გადაარჩინეს.

ტექნიკა, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, 75 წლისაა და ის სპეციალურად აღლუმზე გამოსაყვანად შეაკეთეს.