
შრი-ლანკის პარლამენტის დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრემესინგე ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, მიუხედავად საზოგადოებაში მისი არაპოპულარობისა. ამის შესახებ BBC წერს.
მან საპარლამენტო კენჭისყრაში 134 ხმით 82-ის წინააღმდეგ მთავარი კონკურენტი დულუს ალაჰაპერუმა დაამარცხა.
შრი-ლანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ ქვეყანა გასულ კვირას მას შემდეგ დატოვა, რაც ათასობით მომიტინგე მის რეზიდენციაში შეიჭრა და გადადგომისკენ მოუწოდა.
ის თავდაპირველად მალდივებზე შემდეგ კი სინგაპურში გაიქცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 სირიამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა - BBC
👉 გერმანიის მთავრობამ, დაპირების მიუხედავად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეამცირა - მედია
👉 პუტინი შესაძლოა, ბირთვული იარაღით დაემუქროს უკრაინის კონტრშეტევის შეჩერებას - ISW