მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში ციხეზე ისლამისტების თავდასხმას 120 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა სირიის ციხეზე

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ქურთთა ფორმირებები აკონტროლებენ, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ციხეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

თავდასხმის და საბრძოლო შეტაკებების შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებაა 2019 წლის შემდეგ, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფო,“ სირიაში მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დაკარგა.

თავდაპირველად „ბოევიკებმა“ ციხის შესასვლელთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. შემდეგ კი ციხის ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს. შეტაკების დროს 7 მშვიდობიანი პირიც დაიღუპა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 100-ზე მეტმა პატიმარმა ციხიდან გაქცევა შეძლო, თუმცა ქურთთა უსაფრთხოების ძალებმა მათი ნაწილი დააკავეს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მათ ციხიდან თავისი მომხრეები გაათავისუფლეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ რაიონში ციხეზე თავდამსხმელებსა და ქურთთა ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება.