მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოჭში პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება

სოჭში ვლადიმერ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება

დღეს სოჭში კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის,  სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას tass-ი ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, სამმხრივი შეხვედრა პუტინის ინიციატივით გაიმართება. 

კრემლში განაცხადეს, რომ იგეგმება სამი ქვეყნის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის შეთანხმებების შესრულების განხილვა, ასევე შემდგომი ნაბიჯების დასახვა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისა და განვითარების საკითხებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დასძინა, რომ დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა როგორც ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე, ილჰამ ალიევთან.