უცხოეთი

სომალის არმიასა და ყოფილ მოკავშირე ჯგუფს შორის შეტაკებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის არმიასა და ყოფილ მოკავშირე ჯგუფს შორის შეტაკებას 30 ადამიანი ემსხვერპლა
1635091987
დაკოპირებულია

სომალის ნაციონალურ არმიასა და მის ყოფილ მოკავშირეს აჰნუ სუნა ვალ ჯამას შორის მომხდარ შეტაკებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დაპირისპირება სომალის შტატის სიდიდით მეორე რაიონში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაპირისპირების დროს 100-მდე ადამიანი დაშავდა.

აჰნუ სუნა ვალ ჯამა სუფი მუსლიმების ჯგუფია, რომელმაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ალ-შაბააბის ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი როლი ითამაშა. დაძაბულობა შეიარაღებულ ჯგუფსა და ფედერალურ მთავრობას შორის წლების განმავლობაში გრძელდება.

ASWJ მთავრობას ადანაშაულებს, რომ არ აკეთებს საკმარისს ალ შაბააბთან საბრძოლველად, ხოლო მთავრობა ASWJ-ს ადანაშაულებს მისი ნებართვის გარეშე მოქმედებაში.

დაღუპულთა შორისაა SNA-ს უფროსი ოფიცერი აბდი ლადიფ ფაიფლი.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.