მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სომეხი ოკუპანტები ყველაფრის განადგურებას ცდილობენ, ისე რომ აზერბაიჯანელებს დაბრუნების საშუალება არ ჰქონდეთ“ - ალიევი

ალიევი სომხეთის პრეტენზიებზე

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ადგილებში, რომლებიც სომხებისგან გავათავისუფლეთ. იქ ყველაფერი განადგურებულია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვიდეო ფორმატში დისკუსიის თემაზე „სამხრეთ კავკასია: რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები“ საუბრისას განაცხადა.

„იქ არსებული სოფლებისა და ქალაქების 95% მთლიანად განადგურებულია. ყველა მათგანი ყარაბაღის ომის დროს არ განადგურებულა, სომეხი ოკუპანტები ყველაფრის განადგურებას ცდილობენ, ისე რომ აზერბაიჯანელებს დაბრუნების საშუალება არ ჰქონდეთ. ეს ომის შემდგომ პერიოდშია განადგურებული“, - აცხადებს ალიევი.

ალიევის თქმით, ოკუპანტი სომხები აზერბაიჯანული კულტურისა და მემკვიდრეობის წაშლას ცდილობენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საუბრის ბოლოს დასძინა, რომ გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გზების გახსნას და სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

🔴 „აზერბაიჯანს ჯერ არ მიუღია პასუხი, თუ საიდან აქვს სომხეთს „ისკანდერები“ - ალიევი

🔴 ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს

🔴 ალიევი: სომხები წურბელებივით ჩვენი მიწის სისხლს წოვდნენ

🔴 მთიან ყარაბაღში 52 ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა