მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი და ირანი აზერბაიჯანის ტერიტორიას ნარკოტრაფიკისთვის იყენებდნენ - ალიევი

ალიევი სომხეთზე და ირანზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანი და სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ევროპაში ნარკოტრაფიკში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ბოლო წლის განმავლობაში, როდესაც აზერბაიჯანმა ირანთან საზღვრის 130 კმ-იან მონაკვეთზე კონტროლი აღადგინა, რომელიც სომხეთის კონტროლის ქვეშ იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამით ხელი შეეშალა ნარკოტრაფიკს ირანიდან ჯაბრაილის რაიონის გავლით სომხეთში და შემდეგ ევროპაში“, - განაცხადა ალიევმა დსთ-ს ონლაინ-სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სომხეთი ირანთან შეთანხმებით ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებს ევროპაში ნარკოტრაფიკისთვის იყენებდა.

ოფიციალურ თეირანს ალიევის ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ბოლო კვირებში თეირანს და ბაქოს შორის ურთიერთობები დაიძაბა. აზერბაიჯანი ირანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებს, ირანმა საპასუხოდ აზერბაიჯანის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა.