მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთმა საზღვარზე მორიგი პროვოკაცია მოაწყო - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანმა სომხები გააძევა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს და სასაზღვრო უწყების განცხადებით, 40 სომეხი ჯარისკაცი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდა, მათ უკან, სომხეთში გააძევეს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

„40 სომეხი სამხედრო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 400 მეტრით შევიდა. ეს ფაქტი ქელბაჯარის რაიონში, სოფელ არმუდლუსთან დაფიქსირდა. ჩვენს მიერ მიღებული ზომების შემდეგ სომეხი სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გავაძევეთ“ - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში და სასაზღვრო უწყებაში.

განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანელ სამხედროებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ბაქო სომხურ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსგავს ქმედებებს მომავალშიც შესაბამისი პასუხი გაეცემა.