მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

კორონა  სომხეთი

სომხეთში ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება.

Worldometers-ის მონაცემების მიხედვით, სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 662 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 421-მდე გაიზარდა. ამავე მონაცემების თანახმად, სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 23 ათასს გადააჭარბა. ასევე გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ქვეყანაში კოვიდ-19-სგან სულ განკურნებულია 12 911 ადამიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 9 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.