მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ოპოზიცია დღეს ისევ აქციას გეგმავს

ოპოზიციის აქცია ერევანში

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიცია დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გეგმავს. ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ქალაქის ქუჩაში მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ News.am იუწყება.

წუხელ გვიან ღამით ოპოზიციის მოთხოვნით სომხეთის პარლამენტი შეიკრიბა, რათა პრემიერ-მინისტრისთვის, ნიკოლ ფაშინიანისთვის ნდობის საკითხი განეხილა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტმა სხდომის ჩატარება ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ ოპოზიციის აქცია დაიშალა და მათ 12 ნოებრისთვის ახალი აქცია დააანონსეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მთიანი ყარაბაღიდან სამხედრო ნაწილები უნდა გაიყვანოს.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. იმავე ღამეს ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.