მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება

ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ღირსების მარშის“ აქცია პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით იერჯანის ცირკის შენობასთან მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

მათივე ცნობით, მსვლელობა ორგანიზებული იყო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ.

„მსვლელობის მონაწილეები ერევნის ქუჩებში გამოდიან და სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔘 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🔘 ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „ღირსების მარში“ - აქცია სომხეთის ქუჩებში და პრემიერობის კანდიდატი

👉 სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება