მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში საპროტესტო აქცია გაიმართა - ერევანში ანტირუსული შეძახილები ისმოდა (ვიდეო)

საპროტესტო აქცია ერევანში

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

პროტესტის მონაწილეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობაც გააპროტესტეს. 

„რუსეთო, წადი სახლში! ამერიკა, ამერიკა!“, - ასეთი შეძახილები ისმოდა რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე. 

შეგახსენებთ, რომ 13, 14 და 15 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.  

სომხეთი და აზერბაიჯანი 16 ნოემბერს საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სწორედ რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ.