მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხურმა მხარემ ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

სროლა თოუზის რაიონში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ პოზიციებს თოუზის რაიონში ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ცეცხლი სომხური პოზიციებიდან ბერდის რაიონიდან გაიხსნა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამჟამად ადგილზე სიტუაცია სტაბილურია. ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული ფორმირებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ.