მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ხანძარი ალჟირში

ალჟირში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ალჟირის 14 პროვინციაში ამჟამად სულ 39 ტყის ხანძარი მძვინვარებს. 

მეხანძრეები და მაშველები, ვერტმფრენების მხარდაჭერით, ხანძრების ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. 

სხვადასხვა პროვინციიდან უკვე 350-მდე მცხოვრებია ევაკუირებული

ალჟირის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრები ყოველწლიურად ძალიან დიდი პრობლემაა. გასულ წელს მსგავსად გაჩენილ ხანძრებს 90 ადამიანი ემსხვერპლა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 აშშ და ტაივანი ოფიციალურ ორმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებს იწყებენ

🔴 მაიმუნის ყვავილით ადამიანისგან ძაღლი დაინფიცირდა - ჯანმო