მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სულ მცირე 3 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - ტერაქტს პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქება პაკისტანში

პაკისტანის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამაგრებული.

სამ დაღუპულს შორის ერთ-ერთი ცხრა წლის ბიჭია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში დაფუძნებულმა ახლად შექმნილმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

თავდამსხმელების სამიზნე ბანკი იყო.

სეპარატისტები პაკისტანის მთავრობის წინააღმდეგ ადგილობრივი მინერალებით მდიდარი რესურსებიდან მეტი წილის მოთხოვნის გამო აჯანყდნენ.  ისინი ჩვეულებრივ თავს სამთავრობო დაწესებულებებს ესხმიან.