მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სულ მცირე 6 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - თურქეთი სტიქიას ისევ ებრძვის (ვიდეო)

თურქეთში, სტამბოლსა და მის მიმდებარე რეგიონებში ძლიერი ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა, ათეულობით მათგანი კი დაშავდა. 

სტიქიამ დააზიანა ქალაქების ინფრასტრუქტურა, უამრავ შენობას სახურავი გადახადა, ზოგიერთი მათგანი კი ჩამოანგრია. 

უამინდობის გამო ხელისუფლებამ ქვეყნის 11 პროვინციაში საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დახურა. 

თურქეთში შავი ზღვის დასავლეთ რეგიონის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებებიდან ქარიშხალი ისევ მოსალოდნელია. ვარაუდობენ, რომ ქარიშხლის სიჩქარე 75-90 კმ/სთ-ს გადააჭარბებს.