მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის ვადების გაგრძელების წინააღმდეგია

თალიბები ევაკუაციის ვადების გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან

ავღანეთის რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან ევაკუაციის გაგრძელების წინააღმდეგია. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ვაშინგტონი თალიბებთან კონტაქტზეა და დაჯგუფება ევაკუაციის ვადების გაგრძელებას მხარს არ უჭერს.

სალივანმა აღნიშნა, რომ 31 აგვისტომდე ავღანეთიდან ყველა ამერიკელის ევაკუაციაა შესაძლებელი, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.

ქაბულიდან ევაკუაცია 15 აგვისტოს დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში ამერიკელებმა ავღანეთიდან 33 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ავღანეთში უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს