მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თალიბანმა“ ავღანეთიდან დოლარების გატანა აკრძალა

თალიბებმა დოლარების გატანა აკრძალა

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნიდან დოლარების და ანტიკვარის გატანა აკრძალა. ამის შესახებ ტვიტერში დაჯგუფების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიდულა მუჯაჰიდმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისი განცხადებით, ვალუტის გატანა როგორც საჰაერო, ასევე სამანქანო გზით არის აკრძალული. წესების დარღვევის შემთხვევაში ამ ადამიანებს თანხა და ძვირფასი ნივთები ჩამოერთმევათ, ხოლო დამრღვევები კანონის მიხედვით დაისჯებიან.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა, შემდეგ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. მათ განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას დააკვირდებიან. 2020 წელს ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 43%-ს შეადგენდა თანხები, რომლებსაც ქვეყანა დახმარების სახით იღებდა.

ფინანსური დახმარება ავღანეთს აშშ-მაც შეუჩერა. ასევე ვაშინგტონმა „თალიბანს“ ავღანეთის მთავრობის საბანკო ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის ვადა არ შეიცვლება - G7