უცხოეთი

თალიბებმა სპორტსმენ გოგონას თავი მოჰკვეთეს

სპორტსმენი
1634817608
დაკოპირებულია

ქაბულში თალიბებმა ავღანეთის ფრენბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრ გოგონას, მაჰჯუბინ ჰაკიმს თავი მოჰკვეთეს.

ინტერვიუში ავღანეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ სპორტსმენი მოკლეს, თუმცა მაჰჯუბინის ოჯახის გარდა არავინ იცოდა ამ შემზარავი მკვლელობის შესახებ.

მწვრთნელმა განაცხადა, რომ ინციდენტი სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში მოხდა და ფაქტი დაფარული დარჩა, რადგან მის ოჯახს ემუქრებოდნენ, რათა ამის შესახებ არავისთან ესაუბრათ.

ავღანეთის მთავრობის დაშლამდე მაჰჯუბინ ჰაკიმი თამაშობდა ქაბულის ფრენბურთის კლუბში და იყო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ წინა მთავრობის დაშლის შემდეგ, ავღანეთში ქალ სპორტსმენების უსაფრთხოებას დაცული არ არის და თალიბანი მათ სდევნის. ასევე, სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე მათგანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

ბევრ ქალ სპორტსმენს, განსაკუთრებით ავღანეთის ქალთა ფრენბურთის გუნდის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უცხოურ და საშინაო შეჯიბრებებში, ემუქრებიან. ავღანეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ გუნდის მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო ავღანეთის დატოვება, ხოლო გუნდის დანარჩენი წევრები ავღანეთში საფრთხისა და ტერორის ქვეშ იმყოფებიან.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-მდე გაზრდას სოციალური ქსელით ეხმაურება. 
1638960842
ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა შეკრებილ ხალხს ექსპრეზიდენტის მორიგი მიმართვა წაუკითხა. 
1638960227
თბილისში, ორბელიანების სასახლესთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება. 
1638958711
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
ელექტრონავტი XII

„ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონია...

ფონდი „ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა. ფონდი „ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს „ელექტრონავტი XII” ატარებს.
„ბაიდენი-პუტინის ონლაინშეხვედრამ რუსეთის შეკავება და დეესკალაცია შესაძ...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Reuters-თან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ონლაინშეხვედრას გამოეხმაურა. 
ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციების ფლაგმანი „საერთაშორის...
„სამაგიეროდ როცა სვამ კითხვას რამდენად კანონიერი იყო სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით მისი შვილის სწავლის დაფინანსება-დუმილი და დამალვა, შეიცავდა თუ არა ეს კორუფციის ნიშნებს, ისევ დუმილი და დამალვა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. 
ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერალურ კანცლერად ოფიციალურად აირჩიეს
გერმანიას ახალი ფედერალური კანცლერი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ბუნდესტაგმა (პარლამენტმა) ის ოფიციალურად დაამტკიცა. შოლცს 395 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.