მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Tesla-ს შეძენა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი

ტესლას ბიტკოინებით შეიძენენ

კომპანია Tesla Inc-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების შეძენა ბიტკოინით არის შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

როგორც მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, ბიტკოინი, რომლითაც მანქანის შეძენა მოხდება, იქნება შენახული როგორც ბიტკოინი და ქაღალდის ვალუტაში მისი კონვერტაცია არ მოხდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ Tesla-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან 1,5 მლრდ. დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა. ამ განცხადებების შემდეგ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა.