მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეთრ სახლში ანგელა მერკელისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართება

გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტი

თეთრ სახლში 15 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას cnbc ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ორი ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები ავღანეთში უსაფრთხოების საკითხები და რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ იქნება.

ამასთან, გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსნის განცხადებით, კანცლერის ვიზიტი ვაშინგტონში საქმიანი და საინტერესო იქნება.

აღსანიშნავია, რომ კანცლერის რანგში მერკელის ვიზიტი აშშ-ში სავარაუდოდ ბოლო იქნება.