უცხოეთი

🎥 თეთრ სახლთან მეხის დაცემას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მეხი თეთრ სახლთან
1659710596
დაკოპირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ accuweather.com იუწყება. 

მეხი თეთრი სახლის წინ მდებარე პარკში ჩამოვარდა, სადაც იმ მომენტში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მაშველების და ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად ორი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილები 76 და 75 წლის ცოლ-ქმარია.

ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.