მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: კანონიერი ხმებით არჩევნებს ვიგებ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანონიერი ხმებით იგებს. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა Facebook-ზე დაწერა.

ტრამპის თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმები გაუყალბეს.

„მე მარტივად ვიმარჯვებ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში. დამკვირვებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი საქმე ნორმალურად შეესრულებინათ, ამ პერიოდში მიღებული ხმები უნდა გაუქმდეს და ეს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. რამდენიმე შტატში ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ბაიდენი პენსილვანიასაც იგებს - ერთი ნაბიჯი პრეზიდენტობამდე

🔴ჯორჯიაში ბაიდენმა ტრამპს გაუსწრო