მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი თუ ბაიდენი? აშშ-ში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტრამპი თუ ბაიდენი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩვენები ტარდება. ჯერჯერობით ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამასთანავე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კვლევების მიუხედავად, არჩევნებზე სხვა შედეგი დაფიქსირდეს, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საარჩევნო კამპანიაზე დიდი გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ. კორონავირუსთან ბრძოლა ორივე კანდიდატის მნიშვნელოვანი საარჩევნო თემა გახდა. დონალდ ტრამპს კორონავირუსი უშუალოდ შეეხო - ის დაახლოებით ერთი თვის წინ ინფიცირდა და 2 კვირა ვირუსისგან მკურნალობდა. ამის გამო კანდიდატებს შორის 3-ის ნაცვლად 2 სატელევიზიო დებატი ჩატარდა.

91-მა მილიონმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო. ახალი წესის მიხედვით, ამერიკელებს შეუძლიათ საარჩევნო უბანზე არ მივიდნენ და საკუთარი არჩევანი ფოსტით გააგზავნონ.

ანალიტიკოსები თანმხდებიან, რომ მომავალ პრეზიდენტს ყველა შემთხვევაში ძალზე სერიოზული გამოწვევები ელოდება. კორონავირუსის პანდემიის გარდა, რომელიც არ დასრულებულა, თეთრი სახლის ლიდერს შავკანიანი მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. მდგომარეობას კორონავირუსის გამო შექმნილი ფინანსური პრობლემებიც ართულებს. ეკონომიკაში ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა აშშ-ში მხოლოდ მომავალ წელს არის მოსალოდნელი.

აშშ-ში ძალზე რთული საარჩევნო სისტემაა. ფაქტობრივად, ყოველი შტატის ამომრჩეველი ხმას პირდაპირ პრეზიდენტს კი არა, არამედ ამომრჩეველს აძლევს, რომელიც შემდეგ უკვე პრეზიდენტს ირჩევს. შესაბამისად, თითოეულ შტატში მინიმალური უპირატესობით მოგების შემთხვევაშიც კი კანდიდატი ამ შტატის ყველა ხმას იღებს.

აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.