მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: თუ კანონიერად დაითვლიან, მე გავიმარჯვე

დონააალდ ტრმპი და ჯოოოზეფ აიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი დონადლ ტრამპი აცხადებს, რომ ამომრჩეველთა კანონიერი ხმების დათვლის შემთხვევაში ის გამარჯვებულია. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ ხმების დათვლის დროს კორუფციას ჰქონდა ადგილი და ახლა მისი გამარჯვების მოპარვას ცდილობენ. ტრამპი ყველა იმ შტატში, სადაც სხვაობა მინიმალური იყო, სასამართლოში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, რაც შეიძლება უზენაეს სასამართლომდეც მივიდეს.

თავის მხრივ, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დრომდე რამდენიმე შტატში ამომრჩეველთა ხმების დათვლა გრძელდება. ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა პანდემიის გამო საკუთარი არჩევანი ფოსტით გააკეთა. სწორედ ამის გამო ხმების დათვლის პროცედურა გაჭიანურდა.