მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპის შტაბი რამდენიმე შტატში ხმების გადათვლას მოითხოვს

ტრამპი ხმების გადათვლას მოითხოვს

იმ შტატებში, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის განსხვავება მინიმალური იყო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა ხმების გადათვლა მოითხოვეს. კერძოდ, ტრამპის შტაბის წარმომადგენლები ითხოვენ ხმების გადათვლას ვისკონსინში და მიჩიგანში.

„ეს სრულიად კანონიერი მოთხოვნაა. ამ შტატების რამდენიმე ოლქში ამომრჩეველთა ხმების დათვლისას გარკვეული ანომალიები დაფიქსირდა. ამიტომ შედეგების ობიექტურობაში ეჭვი გვეპარება და გადამოწმებას მოვითხოვთ“ - განაცხადა ტრამპის შტაბის წარმომადგენელმა ბილ სტეპინმა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვისკონსინში და მიჩიგანში დიდი ხნის განმავლობაში ტრამპი ლიდერობდა, მაგრამ ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ წინ ჯო ბაიდენი გავიდა. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს ხმების გადათვლის მოთხოვნა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კანდიდატებს შორის სხვაობა 1%-ზე ნაკლებია.