მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა დაასახელა პრეპარატი, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასახელა პრეპარატი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარა.

დონალდ ტრამპმა სოციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის Regeneron-ის დამსახურებაა.

„ამ წამლის შესახებ რომ გავიგე, სურვილი გამოვთქვი მიმეღო და პრეპარატმა შესანიშნავად იმუშავა. ვფიქრობ, რომ არ დავინფიცირებულიყავი , ჩვენ ამ წამალს ისე შევხედავდით, როგორც ათობით სხვა მედიკამენტს, მაგრამ ის მართლა ფანტასტიურად მუშაობს. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოდან გავრცელებულ მიმართვაში.

ასევე ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება ჩინეთს ძვირად დაუჯდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.

საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ კი ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და განაგრძობს მკურნალობას.