
რუსეთი ფინეთსა და ნატოს კიდევ ერთხელ დაემუქრა.
ოკუპანტი ქვეყნის ელჩმა ფინეთში პაველ კუზნეცოვმა განაცხადა, რომ ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზების ფინეთში განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული იქნება, რომ „საპასუხო, ადეკვატური ზომები“ მიიღოს.
„სხვა საქმეა, თუ ნატოს ინფრასტრუქტურა ფინეთის ტერიტორიაზე გამოჩნდება მუდმივი სამხედრო ბაზების სახით, ამას მოჰყვება რუსეთის აუცილებელი რეაგირება, ადეკვატური ზომები მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დიდი იმედი მაქვს, რომ ფინეთის სამხედრო-პოლიტიკურმა, საგარეო-პოლიტიკურმა მხარემ კარგად იცის, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არ შეესაბამება თავად ფინეთის ინტერესებს“, - განაცხადა ელჩმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი
👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი
👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე