მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

აარნე ვეედლა

„საქართველოს სჭირდება უფრო სწრაფი განვითარება და მოდერნიზაცია, ვიდრე ახლა ხდება და საჭიროა ახალი ლიდერი, მაგრამ ეს ლიდერი სააკაშვილი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ ესტონელმა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში აარნე ვეედლამ გადაცემაში „ესტონელი იტყვის“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილს ჰყავს მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებში და მას თუ ადრე დაეხმარნენ, შეიძლება ახლაც დაეხმარონ, თუმცა ბატონი სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივები, ჩემი აზრით, ძალზე ბუნდოვანია. ვფიქრობ, რომ საქართველოში ახალი ლიდერი ან ლიდერები უნდა გაჩნდნენ, რომლებიც ივანიშვილთან და მის პოლიტიკურ ძალასთან დაპირისპირებას შეძლებენ“, - მიაჩნია ესტონელ ექსპერტს.

მისი თქმით, ახლა ბევრია იმაზე საუბარი, თუ რისთვის იყო საჭირო ეს კლოუნადა, როდესაც „სააკაშვილი რაღაცა კასრით შეიპარა საქართველოში?“

„ეს ზუსტადაც კლოუნადა იყო. ეს ეფექტური პერფორმანსი გამოგონილი იყო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, რადგანაც მან არჩევნებზე არც თუ ისე კარგი შედეგი აჩვენა. რა თქმა უნდა, როდესაც სააკაშვილი საქართველოში ჩადიოდა, მას ეგონა, რომ მისი ძველი მეგობრები ვაშინგტონიდან, კიევიდან და სხვა ქვეყნებიდან მხარს დაუჭერენ და მოითხოვენ მის გათავისუფლებას.

სიტუაცია არის საკმაოდ რთული. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები. ასე რომ სააკაშვილი ციხეში კანონის მიხედვით მოხდა, მაგრამ გასაგებია, რომ თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ, თანაც ის უკრაინის მოქალაქეა და მას დახმარებას პრეზიდენტი ზელენსკიც დაჰპირდა. საუბარია იმაზეც, რომ ის საკუთარ თავს საფრთხეში აგდებდა, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, არა არ აგდებდა. მისთვის ყველაფერი რიგზეა. მაგალითად, სააკაშვილის შეწყალება საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, ასე რომ მას საკმაოდ ბევრი ვარიანტი აქვს.

რაც შეეხება სააკაშვილის პარტიის შედეგებს არჩევნებზე, ეს წარუმატებლობა იმით აიხსნება, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, მაგრამ ბევრი ნეგატიურიც იყო. მე არ მგონია, რომ რაც ახლა ხდება, ეს არის რუსეთში ადრე მოღვაწე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის თამაში და საერთოდ, რუსეთის თამაში. ეს უფრო ქართული საზოგადოების რეაქციაა სააკაშვილის მმართველობაზე და უფრო საზოგადოების პასუხია სააკაშვილის რეჟიმის ქმედებებზე, როდესაც ის საქართველოს ხელისუფლებაში იყო“, - ამბობს აარნე ვეედლა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ იმ განწყობებზე, რაც საქართველოში არსებობს, დიდი გავლენა იქონია რუსეთთან 2008 წელს წაგებულმა ომმა.

„იმ ომის დროს ის არ მოხდა, რასაც საქართველოს საზოგადოება ელოდა. საზოგადოება ელოდა, რომ ქართველი ჯარისკაცები საკმაოდ ძლიერად შეებრძოლებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ეს ხომ არ მოხდა და ადამიანებს ეს კარგად ახსოვთ. მაგრამ იქ კიდევ იყვნენ მრჩეველები, რომლებიც სააკაშვილს რაღაცას ურჩევდნენ და იყო, ასევე, ღალატის ელემენტებიც.

სააკაშვილს მოჰყვება ცუდი შლეიფი, რომელიც მან ვერ ჩამოიშორა. მან კარგად მოაგვარა აჭარის საკითხი, მაგრამ, ცხინვალში ხომ სულ სხვა სიტუაცია იყო, იქ მოსალოდნელი იყო რუსეთთან დაპირისპირება. 2008 წელს პუტინმა მოაწყო ეს პროვოკაცია, რომელსაც სააკაშვილი აჰყვა. პუტინს დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა სამხედრო თავდასხმა საქართველოზე, მას უბრალოდ საბაბი სჭირდებოდა. ეს საკმაოდ ტრაგიკული ისტორია იყო და რუსეთშიც ძალზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ამ სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. რაში იყო აქ სააკაშვილის ბრალი? ნუ, პირველ რიგში ის, რომ გაყინული კონფლიქტები შეიძლება არსებობდეს დიდი ხნის განმავლობაში და როდესაც მისი მოგვარების შესაძლებლობა და რესურსი არა გაქვს, მიხედე სხვა საქმეებს, მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებს.

2008 წლის ომმა საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ამ ომის შემდეგ ინვესტორებს უკვე ეშინიათ საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. რა თქმა უნდა, ინვესტიციები შედის, მაგრამ ეს, ძირითადად, რუსული ფულია ან პირდაპირ რუსული კომპანიების სახით, ან ევროპული კომპანიები, რომლებიც ისევ და ისევ რუს ოლიგარქებს ეკუთვნის“, - ამბობს ესტონელი ექსპერტი.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

პროკურატურამ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის ბრალი წარუდგინა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „თანახმა ვარ მედიკამენტოზურ ჩარევაზე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 „ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი, ეს შანსი არ უნდა გავუშვათ“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 „სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში“ - ნიკოლოზ ყიფშიძე