მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტუაფსეს მახლობლად ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა (ვიდეო)

ნავთობი დაიღვარა ტუაფსეში

რუსეთის ქალაქ ტუაფსეს მახლობლად შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა. ნავთობის ლაქა ნაპირიდან 800 მეტრში აღმოაჩინეს. ამის შესახებ www.rbc.ru იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ლაქა საკანალიზაციო კოლექტორის მახლობლად აღმოაჩინეს. მისი წარმოშობის ზუსტი მიზეზები უცნობია. ამჟამად ჩაღვრილი ნავთობის სპეციალური ნივთიერებით დამუშავება მიმდინარეობს.

ტუაფსეს ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია, „გაზრდილი მზადყოფნის" რეჟიმი გამოცხადდა. ადგილობრივი პროკურატურა ზღვაში ნავთობის ჩაღვრის მიზეზებს იკვლევს.