უცხოეთი

თურქეთი, ალბათ, უკანასკნელი იქნება, ვინც ნატოში ჩვენი გაწევრიანების რატიფიცირებას მოახდენს - ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო
1657982536
დაკოპირებულია

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე მიიჩნევს, რომ თურქეთისა და რუსეთის შესაძლო დაახლოება გავლენას არ მოახდენს როგორც ფინეთის, ისე შვედეთის ნატოში მიღების პროცესზე.

ნიინისტემ თავისი პროგნოზები გააკეთა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლების რატიფიკაციის ტემპთან დაკავშირებით.

„რატიფიცირება, რაც ვნახეთ, ძალიან სწრაფად განხორციელდა. ამავდროულად, თურქეთი ალბათ ბოლო იქნება ამ სიაში“, - აღნიშნა ნიინისტემ.

ცნობისთვის, 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე განაცხადი წარუდგინეს. 29 ივნისს კი ნატოს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ზაპოროჟიეს ოლქისკენ მტრის ტექნიკის დიდი კოლონა მიემართება - პეტრ ანდრიუშჩენკო

👉 სერგეი შოიგუმ უკრაინაში ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა

👉 დუმის დეპუტატი ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას ითხოვს

👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი

👉 რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი