უცხოეთი

თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებისთვის კარს არ უხურავს - თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი

ერდოღანის სპიკერი
1652544424
დაკოპირებულია

თურქეთი არ აპირებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების კარის დახურვას. ამავდროულად, ქვეყანას სურს მისი ინტერესების გათვალისწინება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის თქმით, მისმა ქვეყანამ ეს საკითხი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების გამო დააყენა.

„კარს არ ვხურავთ. მაგრამ ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხს, როგორც თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს,“- აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.

მისი თქმით, ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), რომელიც თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, დაფინანსებას იზიდავს და კომპლექტდება ევროპაში.

„ცხადია ის, რაც უნდა გაკეთდეს: ქურთისტანის მუშათა პარტიის აქტივობებს, ორგანიზაციებს, ინდივიდებს ამ ქვეყნებში ჰყოფნის უფლება უნდა შეუჩერდეთ. ნატოში გაწევრიანება ყოველთვის პროცესია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს არის პირველი პუნქტი, რომელზედაც გვინდა მივაქციოთ როგორც ყველა მოკავშირის, ასევე შვედეთის ხელისუფლების ყურადღება“, - დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა.