უცხოეთი

თურქეთიდან გემი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად დასატვირთად ჩავიდა

თურქეთიდან გემი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად დასატვირთად ჩავიდა
1659811700
დაკოპირებულია

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში პირველი სატვირთო გემი შევიდა, - უკრაინული მედიის ცნობით ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, დღეს პირველად შემოვიდა გემი დასატვირთად ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი FULMAR S. უკვე შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ მარცვლეულის დერეფანი ამუშავდა უკრაინის პორტებში შესვლისა და გასვლისთვის. ეს მნიშვნელოვანი საბაზრო სიგნალია იმისა, რომ მარცვლეულის ინიციატივა არის უსაფრთხო და რაც მთავარია, მოგებიანი ბიზნესს შესაძლებლობა გემთმფლობელებისთვის უკრაინის პორტებში დასაბრუნებლად“,-  დასძინა კუბრაკოვმა.

როგორც ცნობილია, სატვირთო გემმა 10 დღეზე მეტი ხნის წინ დატოვა თურქეთის პორტი BANDIRMA. 2 აგვისტომდე გემი იდგა თურქეთის პორტ PENDIK-ში, შემდეგ კი, 5 აგვისტომდე ბოსფორის სრუტეში, საიდანაც გუშინ ჩერნომორსკის პორტის მიმართულებით დაიძრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ „საკნები მზადდება“ - რუსები მარიუპოლში ტყვეების სასამართლოსთვის ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ

✔️ უკრაინის სამხრეთში ნიკოლაევის ალყაში მოსაქცევად 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული - The Times

✔️ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს - The Insider