უცხოეთი

თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს

თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს
1659816302
დაკოპირებულია

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს. 

ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა და მათი მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის რუსული რუბლით ვაჭრობის შესახებ.

„ჩვენ პუტინთან შევთანხმდით რუბლზე. ასევე, არის რუსეთის გადახდის სისტემა „მირი“. ამჟამად ჩვენი ხუთი ბანკი მუშაობს ამაზე. აქაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული პროცესია რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ამით ისინი შეძლებენ საყიდლებზე სიარულს და სასტუმროს ხარჯების გადახდას“, - განაცხადა ერდოღანმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ არახამია, იასკო, გონჩარენკო - ზელენსკიმ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი