უცხოეთი

თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გვეუბნება, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
1652559218
დაკოპირებულია

თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა

როგორც მან აღნიშნა, მათი მხარდაჭერა მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ​თავიდანვე მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

„პრობლემა ისაა, რომ ეს ორი ქვეყანა ღიად უჭერენ მხარს PKK-სა და YPG-ს. ეს ტერორისტული ორგანიზაციებია, რომლებიც ყოველდღიურად უტევდნენ ჩვენს ჯარებს. თურქი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და ისინი გვთხოვენ გაწევრიანების დაბლოკვას“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

ცნობისთვის, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი დაიმუქრა, რომ ზომებს მიიღებდა, თუ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობები ნატოს შეუერთდებოდნენ.