მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთსა და სომხეთს შორის ფრენები თებერვლიდან აღდგება

თვითმფრინავი

თურქეთსა და სომხეთს შორის ფრენები თებერვლიდან აღდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ 19 იანვარს მიიღო. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორმხრივი რეისები ასევე განახლდება თურქეთი-ერბილის მიმართულებით.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, AnadoluJet ფრენებს გაზიანთეფ-ერბილს შორის 24 იანვრიდან კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს დაიწყებს.

Pegasus Airlines კი შეასრულებს რეისებს სტამბოლსა და ერევანს შორის, 2 თებერვლიდან, კვირაში სამჯერ.

ამავდროულად, სომხეთის მხრიდან Fly One Armenia კვირაში სამ რეისს შეასრულებს ერევანი-სტამბულის მიმართულებაზე.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ავიაცია იყო ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი COVID 19-ის პანდემიის გამო, მაგრამ ახლა ნეგატიური ეფექტი მინიმუმამდეა შემცირებული.