მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში უკრაინის მოქალაქე ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

თურქეთში უკრაინის მოქალაქე ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

თურქეთში 38 წლის კაცი ორი შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ის უკრაინის მოქალაქეა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი 4 და 6 წლის, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა. კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა“, -  ნათქვამია მოხსენებაში.

მედიის ცნობით, შემთხვევა 21 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე, სარაიში მოხდა. უკრაინელი ოლექსი ნავროცკია,  ეკონომიკის მასწავლებელია.

გამოცემა Newsroom-ი წერს, რომ კაცი 2009 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა უმაღლეს რადაში, დეპუტატის თანაშემწედ და ორჯერ აირჩიეს ხარკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატად, ხოლო 2015 წელს მუშაობა დაიწყო ხარკოვის საკრებულოში.

მედიის ცნობით, ის იყო ფრაქცია „ხარკოვისთვის, აღორძინებისთვის“ წევრი. 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე, კაცი ხარკოვის ეროვნულ უნივერსიტეტში მუშაობდა.